დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით – ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ელოდება, რომ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩამოვიდეს.

ზურაბიშვილმა ამის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„…მეტი ჩართულობა ამერიკის, ჩვენთვის პირადად საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები, ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი და მივიღეთ ამერიკის პრეზიდენტი, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და მე მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.