დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი დაჯგუფება იღებს - პონომორევი

პუბლიკა

დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ – ანტიპუტინისტურმა დაჯგუფებამ აიღო.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია პონომორევის განცხადებით, ახალი პარტიზანული მოძრაობის მიზანი კრემლის დამარცხებაა.

ორგანიზაციამ ტელეგრამზე მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იმოქმედებენ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ და მოქალაქეებს ზიანს არ მიაყენებენ.

„ჩვენ, რუსეთის აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ამჟამად პარტიზანები და „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის“ მებრძოლები კანონს მიღმა ვაყენებთ ყაჩაღებსა და რუსეთის ხალხთა დამანგრევლებს.

ჩვენ ვაცხადებთ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო და უგულვებელყო კონსტიტუცია, რომელმაც წამოიწყო ძმის მკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რომელმაც გაწირა რუსეთის სამხედროები უაზრო სიკვდილისთვის,“, – ნათქვამია მასში.