დუმამ კანონი მიიღო: შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება

პუბლიკა

დუმამ მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ მადისკრედიტირებელი ან ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაისჯება.

კენჭისყრაზე კანონს ხმა დაუჭირა 401 დეპუტატმა. ცვლილებების მიხედვით, ცრუ ან მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„კანონპროექტი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ფედერაციის საბჭოს“, – განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.