დუმას წარედგინა კანონპროექტი, თანამემამულედ აღიარონ რუსულად მოსაუბრეები

პუბლიკა

რუსეთის დუმაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამემამულეებად აღიარონ ყველა, ვინც რუსულად საუბრობს.

კერძოდ, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით შეთავაზებულია, რომ თანამემამულედ აღიარონ ის პირი, ვინც ფლობს რუსულ ენას და ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს მიეკუთვნებიან. ასევე, იმ პირებს, ვისი წინაპრებიც დაიბადნენ ან იცხოვრეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„სსრკ-ს დაშლიდან გასული 30 წლის განმავლობაში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ აქვთ სსრკ-ის მოქალაქეობა. აქ ცნება – „თანამემამულეს“ განმარტება გამორიცხავს კავშირს სსრკ-ს მოქალაქეობასთან“, – აღნიშნულია თანდართულ მასალებში.

პალატას აღნიშნული კანონპროექტი დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა (ფრაქცია „ედინაია რასია“) წარუდგინა.

როგორც სააგენტო TASS წერს, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას. „კერძოდ, ამ სიაში შეყვანილია ბელორუსი და უკრაინელი ხალხების წარმომადგენლები, ასევე, მცირერიცხოვანი ძირძველი ხალხების წარმომადგენლები.