ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს მხოლოდ ერთი სახელი აქვს და ეს არის ბუჩა – კალაძე

პუბლიკა

„ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს მხოლოდ ერთი სახელი აქვს და ეს არის ბუჩა“, – თბილისის მერი, კახა კალაძე ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ დახოცვას.

მისი თქმით, ეს ამაზრზენი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ საშინელებას, რაც ვნახეთ ბუჩაში. დარწმუნებული ვარ, ეს ამაზრზენი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში“,  – წერს კახა კალაძე twitter-ზე.