ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს.
CDU-ს მხარდაჭერა დაახლოებით 29%-ია და მერცმა განაცხადა, რომ ხვალ დაიწყებს კოალიციის შექმნაზე მუშაობას. ეგზიტოპოლით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) – 19.5%; ხოლო მესამეზე მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის – „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) – 16%; მას მოჰყვება „მწვანეები“ – 13.5%; ულტრამემარცხენე Die Linke – 8,5%.
ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა ეს შედეგები საბოლოო არაა.
შოლცმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები „მწარეა“ მისი პარტიისთვის და მას დამარცხება უწოდა. ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცი ამბობს, რომ ეს არის მომენტი „როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები“. მან შედეგები მიულოცა ფრიდრიხ მერცს.
ულტრამემარჯვენე პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ მოიტანონ „ეპოქალური ცვლილება“ და რომ ყოველთვის ღიანი არიან მოლაპარაკებებისთვის.
სხვა პარტიები მტკიცედ აცხადებენ, რომ ისინი არ შექმნიან კოალიციას AfD-თან.
ახალ პარლამენტში 630 მანდატია.