კანცელარიასთან ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა დააკავეს

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიის შენობასთან პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბრიფინგის მიმდინარეობისას დააკავეს. მას შემდეგ, რაც მან რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტზე მოლაპარაკებები დაგმო და შენობის წინ, კიბეებზე კეჩუპი დაასხა.

მისი თქმით, „უკრაინაში ომის ფონზე მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო“.

პარტია „დროას“ ცნობით, ასევე დაკავებულია აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე.

„ბრიფინგი შეეხებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებულ განმარტებას ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტის შესახებ. ბრიფინგის დროს, ელენე ხოშტარიამ რუსული წარმოების კეტჩუპი დაასხა კიბეებზე, რა დროსაც პოლიციამ დააკავა ელენე, გიგა, შუშანა. არ ვიცით სად არიან გადაყვანილები, TI(საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო) დაიცავს მათ უფლებებს“, – აცხადებენ პარტიაში.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „დროას“ წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.