ექიმი ლევან ხაბეიშვილზე: აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მხედველობა შენარჩუნებულია

პუბლიკა

ინგოროყვას კლინიკის ექიმი, პროფესორი კახა ჭელიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს ძვლების მოტეხილობა აქვს.

ექიმის თქმით, მხედველობა შენარჩუნებულია, ვინაიდან არ დარღვეულა თვალის მთლიანობა. კახა ჭელიძემ თქვა, რომ მკაცრი რეკომენდაციაა, ხაბეიშვილი სტაციონარში დარჩეს.

“არაოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე. თუმცა, თვითონ განსხვავებული მოსაზრება აქვს და ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მისი მხრიდან მიღებული არ არის.

აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, შესაბამისად თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ. თუმცა, აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. პირველი რიგის ამოცანა ამ წუთში გახლავთ ძვლების მთლიანობის აღდგენა. მხედველობა შენარჩუნებულია, მხედველობის ფუნქცია დარღვეული არ გახლავთ, ამ წუთში ეს გახლავთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა”. – თქვა კახა ჭელიძემ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხაბეიშვილი საავადმყოფოში მოინახულა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.