ექთანმა „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას" შრომითი დავა მოუგო

პუბლიკა

ექთანმა, ნინო კვაჭაძემ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას” შრომითი დავა მოუგო, – ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.

„ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (თვეში დაახლოებით 400 ლარი)”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ დამსაქმებელს ექთნის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

LB loan image desktop LB loan image mobile