2025 წელს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 9 588 950 ლარი შეადგინა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის კუთხით ეროვნულმა ბანკმა მიიღო და დაამუშავა ფინანსური ინსტიტუტების მიერ წარდგენილი შესაბამისი ანგარიშგებები, ამასთან 2025 წელს სანქციების, აგრეთვე, ირანთან დაკავშირებით გაცემული მითითების მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირება განხორციელდა.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სებ-ის ანგარიშით, 2025 წლის განმავლობაში ფინანსური სექტორის 50 წარმომადგენელი შემოწმდა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წელს ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის დადგენის პროცესს“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ჯარიმები შემდეგნაირად განაწილდა:
