ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება - ოხანაშვილი მელიაზე

პუბლიკა

„ამნიისტის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას მოწოდებას, რომელშიც ის პოლიტიკურ მხარეებს მიმართავს, მოიხსნას დღის წესრიგიდან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის საკითხი და ამ შემთხვევაში ის დათანხმდება ევროკავშირის გირაოს.

„ერთი ადამიანის ნება-სურვილზე რა თქმა უნდა არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას. ამისთვის ერთ-ერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.