ჩვენი სამუშაო ვერსია ეფუძნება 3 ძირითად პრინციპს - მანჯგალაძე ამნისტიის კანონპროექტზე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე ოპოზიცია სამ საკითხს განიხილავს, რომლებიც, მათი რწმენით, უნდა ჩაიწეროს ამნისტიის შესახებ კანონპროექტში.

„1. მწამებლებზე და მოძალადეებზე ეს არ უნდა გავრცელდეს;

2. თანამდებობის პირებზე არ გავრცელდება ეს პრინციპი;

3. აუცილებელი უნდა იყოს დაზარალებულის თანხმობა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ თუ ვერ შეჯერდება ფუნდამენტურ საკითხებზე პოზიცია, ოპოზიცია ალტერნატიულ კანონპროექტს წარმოადგენს.