კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე - ოხანაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და 20-21 ივნისის მონაწილე ყველა პირზე გავრცელებას.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დათქმა პროექტში ჩაიწერება, რაზეც მოლაპარაკებაზე ორივე მხარე შეთანხმდა. მისი განმარტებით საუბარია წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ა.შ.

„ამასთან დაკავშირებით, თუ დადგინდება, რომ ვინმემ შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა, არ შეეხებათ [ამნისტია]. კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე.

ვერაფრით ვერ იქნება ვერცერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას ჩადენილი აქვს სავარაუდოდ მძიმე კატეგორიის დანაშაული, პრივილეგირებული სხვა პირთან მიმართებაში, თუნდაც პოლიციელთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.