ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული - გოცირიძემ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.

„არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული. აქ სხდომა არ გაიმართება“, – თქვა გიცირიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს.

პარლამენტში შესაბამისმა სამსახურმა სხდომათა დარბაზს ბოქლომი უკვე მოხსნა.