ეს რაოდენობა კატასტროფა არ არის, ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია - ეზუგბაია

პუბლიკა

„ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ჩვენ 115-იდან ავედით 148 პაციენტზე. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერი, კონტროლირებადი მონაცემებით, ალბათ, შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისებისა და არეულობების გარეშე”. – უთხრა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღეში თუნდაც 18-20 პაციენტით ზრდაც რომ იყოს, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე ვლაპარაკობთ. „ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად მისაღებია და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასეც გაგრძელდება“, – ამბობს ეზუგბაია.

დღეს, დილით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევების რაოდენობა 148 -მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –148
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 27
  • კარანტინის რეჟიმში – 5550
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281