ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ეხმაურება.

„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.

ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს.

სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას, “-წერს პრეზიდენტი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნუციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი საქართველოს მოქალაქე, მეორე კი გაიტაცეს.