„ეს ყველაფერი ადასტურებს ამ ომის უგუნურებას“ – სტოლტენბერგი ზაპოროჟიეს თავდასხმაზე

პუბლიკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის შესახებ ისაუბრა. პრესკონფერენციის შესახებ CNN წერს.

იენს სტოლტენბერგმა გამოსვლისას დაგმო რუსეთის „სასტიკი“ შეჭრა უკრაინაში. ასევე, დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნა.

„ეს, უბრალოდ, ადასტურებს ამ ომის უგუნურებას და მისი დამთავრების მნიშვნელობას, ასევე, რუსეთის ჯარების გაყვანისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერების ჩართვის მნიშვნელობას“, – ამბობს სტოლტენბერგი.

მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეებმა რუსეთს „უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს“ და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიეს, „ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი“.

მან მოუწოდა აშშ-ს, ევროპასა და კანადას უკრაინის მხარდაჭერისკენ

მან თქვა, რომ ნატოს ძალებმა გაზარდეს „თავდაცვითი ყოფნა“ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა აშშ-ს, ევროპასა და კანადას უფრო მეტი მხარდაჭერისკენ.


რუსეთი მეცხრე დღეა, უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. გამთენიისას რუსები უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქში მდებარე ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს დაესხნენ თავს. ხანძარი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია.