ესტონეთის მთავრობამ Yandex.Taxi-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

ესტონეთის მთავრობამ რუსული სამგზავრო კომპანია Yandex-ის მიმართ სანქცია დააწესა, რომლის მიხედვითაც იკრძალება კომპანიის ოპერირება ესტონეთში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აკრძალვა ძალაში შევა ორშაბათს, 11 აპრილს. Yandex NV-ს ეკრძალება ესტონეთში მოსახლეობისთვის ტაქსისა და საბროკერო სერვისების მიწოდება.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაჯა კალასმა განაცხადა, რომ ეს აკრძალვა უკავშირდება უსაფრთხოების საკითხს.

„Yandex-ის საქმიანობის აკრძალვა იძლევა მკაფიო სიგნალს, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან, ადგილი არ აქვთ ესტონეთში. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ევროკავშირს, რომ მან სანქცია დააწესოს Yandex-ზე“, – წერს ის Twitter-ზე.