ევროკავშირის გაზის მარაგის 80% უკვე შევსებულია - ურსულა ფონ დერ ლაიენი

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკვე გაზის მარაგი 80%-მდე შეავსო. ბალტიის ზღვის სამიტზე მანვე აღნიშნა, რომ ქარის ენერგიის წილის გაზრდა ევროპას დაეხმარება შეამციროს რუსულ წიაღისეულზე დამოკიდებულება.

„ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ. ჩვენი გაზის მარაგის 80% უკვე შეივსო.

თუმცა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულების შესამცირებლად, ჩვენ გვჭირდება განახლებადი ენერგია“, – დაწერა Twitter-ზე ფონ დერ ლაიენმა.

Ukrinform-ის ცნობით, რუსეთის ფედერაცია ევროპის მოსახლეობისთვის მიწოდების ნაცვლად, დღიურად სულ მცირე 10 მილიონი ევროს ღირებულების გაზს წვავს ფინეთის საზღვრის მახლობლად, რათა წარმოქმნას კრიზისი და გაზარდოს ფასები.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრვალესობამ უარი თქვა რუსულ გაზში რუბლების გადახდაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის რუბლით გადახდა სანქციების დარღვევა იქნება.