ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა - AFP

პუბლიკა

სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ წერია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც მათ მოიპოვეს.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს წლის ბოლომდე რუსულ ნავთობზე უარის თქმას, „სბერბანკის“ SWIFT-დან გათიშვას, რუსეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული სამი მაუწყებლის ევროკავშირში გათიშვას და სხვ.

France-Presse-ის ინფორმაციით, ახალი პაკეტით სანქცირებულთა სიაში მოხვდება კიდევ 58 პირიც, მათ შორის, კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ოჯახი.