ევროპაში კორონავირუსისგან დაღუპვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

აზიის გარეთ კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, აგნეს ბუზინის ინფორმაციით გარდაცვილილი 80 წლის ჩინელი ტურისტი ქალია, ხუბეის პროვინციიდან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 1380-ს, ხოლო ინფიცირებულების – 64,435-ს მიაღწია.