„ევროპის სახალხო პარტია" მთავრობას მოუწოდებს სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანოს

პუბლიკა

EPP, “ევროპის სახალხო პარტია”, მოუწოდებს საქართველს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში გადაიყვანოს.

“მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს პოლიტიკური არჩევანის საკითხი არ არის, ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ვგმობთ მმართველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, აღიაროს სიტუაციის სირთულე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის ჰოსპიტალში საქართველოში ან საზღვარგარეთ, სადაც ის გაივლის კვალიფიციურ მკურნალობა და რეაბილიტაციას” – აცხადებენ EPP-ში.