ფეისბუქზე დადებული სტატუსის გამო მოქალაქე პოლიციაში დაიბარეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 1 მარტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ სტატუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა”. – ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.

„ქართული ოცნება და ბიძინას მონები მიგვაქანებენ რუსეთში. იმედია, დღევანდელი ამბები უკვე საკმარისია ამის აღსაქმელად. ჰოდა მარტო დგომა და პლაკატები არ შველის. როგორც მინიმუმ კანცელარიის ქვედა სართული ფანჯრები უნდა ჩაილეწოს. იდი ნახუით, არ მინდა რუსეთში“, – დაწერა ფეისბუქზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა.