ფინეთი რუსეთის მოქალაქეებითვის ვიზების გაცემას 90%-ით შეამცირებს

პუბლიკა

ფინეთის მთავრობის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის მოქალაქეებითვის ვიზების გაცემას 90%-ით შეამცირებს.

ფინეთის საგარეო უწყების მინისტრის, პეკა ჰავისტოს განცხადებით, სექტემბრიდან ფინეთი სავიზო განაცხადების მხოლოდ 10%-ს მიიღებს, რაც დღიურად დაახლოებით 100 სავიზო განაცხადს გულისხმმობს. ამჟამად ფინეთი დღეში დაახლოებით 1 000 ვიზას გასცემს.

Politico-ს ცნობით, გამონაკლისი შესაძლოა დაუშვან ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა ჟურნალისტები, დისიდენტები ან აქტივისტები. ჰავისტოს განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაივლის.

ჰავისტომ ასევე თქვა, რომ ფინეთი ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას შესთავაზებს, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღონ რუსეთის ვიზებთან დაკავშირებით. მან ასევე გაიმეორა ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის მოწოდება, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ევროკავშირის საერთო პოზიცია ჰქონდეს.