ფინეთის NATO-ში შესვლის გამო შევიმუშავებთ უსაფრთხოების ზომებს - პესკოვი

პუბლიკა

„ფინეთის NATO-ში შესვლა გამოიწვევს რუსეთის მიერ ზომების შემუშავებას მისი თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას Ria Novsti ავრცელებს.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალში როგორ წარიმართება NATO-ს გაფართოების პროცესი, რამდენად ახლოს იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული რუსეთის საზღვრებთან.

„პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ამჟამინდელი ინსტრუქციაა, რომ შემუშავდეს ზომების სია ჩვენი დასავლეთი ფლანგების გასაძლიერებლად, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანუ NATO მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება მიზეზი სპეციალური ანალიზისა და აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა პესკოვმა.