ფოტო: როგორ იგეგმება რუსთაველის გამზირის განახლება

პუბლიკა

დღეს ღამის 12 საათიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. 4 თვის განმავლობაში რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცის პროექტის დარენდერებული ფოტოების მიხედვით, რომელიც „პუბლიკას” თბილისის მერიამ მიაწოდა, ჩანს, რომ რესპუბლიკის მოედანზე არსებული ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება. შევიწროვდება გზის საფარი და გამყოფ ზოლში განთავსდება ხის ნარგავები. იგეგმება რუსთაველზე ტროტუარზე განთავსებული ფილების გამოცვლა და ველო ბილიკების მოწყობაც.

 

  • 4

  • 2

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

  • 1

  • 11

  • 6

  • 5

  • 3

  • რუსთაველის გამზირის პროექტი








  • 01
    /




მერიის თქმით, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედსისტემებით.

„დღეს „რუსთაველი“ მხოლოდ მანქანების გამზირია, ახალი დიზაინით კი, ყველასთვის კომფორტული იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რუსთაველის გამზირი იყოს ადაპტირებული საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის და არა მხოლოდ მანქანებისთვის. ახლა ის მხოლოდ ავტომობილების გამზირია.

ახალი მულტიმოდელური დიზაინით, თითოეული საგზაო მონაწილისთვის – ეს იქნება ქვეითი, ველოსიპედის მგზავრი, ავტობუსის თუ მანქანის მგზავრი იქნება თანაბრად გადანაწილებული, ხელმისაწვდომი და კომფორტული” –  განაცხადა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ინფორმაციას გამოცემა BPN ავრცელებს.