ფრენკ ჰერბერტის „დიუნის“ ახალი ეკრანიზაციის თრეილერი გამოქვეყნდა

პუბლიკა

ფრენკ ჰერბერტის „დიუნის“ ახალი ეკრანიზაციის თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი დენი ვილნევია, მთავრ როლს კი ტიმოთი შალამე ასრულებს. ფილმის პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ფრენკ ჰერბერტის ამ ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ეკრანიზაცია დეივიდ ლინჩმა 1984 წელს გადაიღო. რომანი ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი.