G7 სამიტზე რუსეთის დაბრუნება საღი აზრის საკითხია - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით საღი აზრის საკითხია G7  (დიდი შვიდეული) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაბრუნება. მისი თქმით, ბევრად გამარტივდება მრავალი საკითხის მოგვარება, თუკი მოსკოვი სამიტზე წარმოდგენილი იქნება.

„მრავალი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ სწორედ პუტინს ეხება. ის უნდა ესწრებოდეს შეხვედრას, რომ საკითხები მარტივად გადაიჭრას”, – განაცხადა ტრამპმა.

კრემლის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ორშაბათს სატელეფონო საუბრისას G7 სამიტზე მონაწილეობა შესთავაზა.