გაეროს გენმდივანი მოსკოვში პუტინს შეხვდება

პუბლიკა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას გაეროს გენშტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, გუტიერეში გაესაუბრება სერგეი ლავროვსაც.

გაეროს გენშტაბის წარმომადგენლის, ერი კანეკოს განცხადებით, გუტიერეში იმედოვნებს, რომ მისი მოგზაურობის განმავლობაში ისაუბრებს, რა უნდა გაკეთდეს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.