ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება - ასათიანი

პუბლიკა

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება, ის დანაშაულს არ აღიარებს და უარყოფს საზღვრის დარღევის ბრალდებას”, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თანმჯდომარე დავით ასათიანი facebook-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, შემდეგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.