გახარიას გუნდი შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს

პუბლიკა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ უერთდებიან შეთანხმების დოკუმენტს, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს „ქართული ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, შეთანხმება არ არის იდეალური საქართველოსთვის, თუმცა კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაა.

დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმების პუნქტების შესრულებაზე.