გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა

პუბლიკა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ გარდაცვლილ ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, დღეს სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის მიერ დაკავებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველის ნაწილით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს”, – განაცხადა ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.