გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება - მთავრობა

პუბლიკა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლა 4 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, წინა წელთან შედარებით 584 სტუდენტით მეტია.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტები.

მათივე ცნობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ბიუჯეტი წელს, 2013-2014 სასწავლო წელთან შედარებით 3 მლნ ლარით გაიზარდა.