გამყრელიძე: გაბრაზებული ვარ, რომ სისხლით ნაშოვნი ვაქცინა აუთვისებელი დარჩა

პუბლიკა

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობის დოზების მობილიზება შეძლო.

„შარშან ქვეყანამ მობილიზაცია გაუკეთა 5 მილიონ დოზა ვაქცინას. უპრეცედენტო იყო ეს. აქედან ფაიზერი გვქონდა 2 მილიონ 400 ათასი. აქედან მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი აშშ-ის მთავრობამ გვაჩუქა. აქედან ორი დონაცია იყო ევროკავშირის ქვეყნების.

დღეის რიცხვით დახარჯულია ფაიზერის დაახლოებით მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს აუთვისებელი რჩება.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ის გაბრაზებულია თავის თავზეც და ყველა იმ ადამიანზე, ვინც არ აიცრა.

„ძალიან გული მწყდება. ვარ გაბრაზებული ჩემს თავზე და გაბრაზებული თქვენზეც, ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო დაეცვა ბევრი ადამიანის სიცოცხლე მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ.“ – განაცხადა გამყრელიძემ.