განცხადებები ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე დამაზიანებელია - პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებზე

პუბლიკა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას  რუსეთიდან მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე აპელირებს.

„სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს ჩვენთვის ქვეყნის დაყოფის, ქვეყნის რეპუტაციის შელახვისა და პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე აპელირებს. ამის ნაცვლად ხელისუფლება ვალდებულია, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყანაში“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.