გარდაბანში აფეთქების შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა | შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ძმები დაშავდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ცდილობს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას იმ საავადმყოფოსგან, სადაც შემთხვევის შემდეგ ისინი გადაიყვანეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.