გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე მათი ნათესავი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი  მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გ.ი. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. დანაშაული  16-დან 20 წლამდე ან  უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს  – 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ  ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი  საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile