გარდაცვალების შემთხვევები 29-ზე ნაკლებია, რაც პოზიტიური ტენდენციის ინდიკატორია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდა და გამოჩნდა რამდენიმე დადებითი ტენდენცია, რომელთა შორისაა სიკვდილიანობის შემცირება.

„მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილიანობასთან მიმართებაში, ჩვენ ჩვენს, ე.წ. ტრეშოლდს ჩამოვცდით. 29 არის ჩვენთვის ასეთი რიცხვი და ბოლო დღეების განმავლობაში უკვე სისტემატურად გვაქვს 29-ზე ნაკლები სიკვდილის შემთხვევა ქვეყანაში. ესეც პოზიტიური ტენდენციის პირდაპირი ინდიკატორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ კი გარდაცვალების 17 შემთხვევა იყო.