გარდაიცვალა მსახიობი ელგუჯა ბურდული

პუბლიკა

დღეს, 5 მარტს გარდაიცვალა მსახიობი გუჯა ბურდული. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი, მუსიკოსი ლადო ბურდული ავრცელებს.

ელგუჯა ბურდული მთავარ როლს ასრულებდა თემურ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზე“. მისი შემოქმედება ასევე მოიცავს ისეთ ფილმებს, როგორიცაა თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა“, ირაკლი კვირიკაძის „მოცურავე“, გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“, ნანა ჯორჯაძის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ და ა.შ.

გუჯა ბურდული დაიბადა თბილისში 1941 წლის პირველ აპრილს. ფილმებში გადაღება 1974 წლიდან დაიწყო, 1984 წლიდან კი გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.

2021 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.