გატესტილი მოქალაქეების რაოდენობით საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა

პუბლიკა

საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ მილიონ მოსახლეზე გატესტილი მოქალაქეების რაოდენობით ბოლო ადგილზეა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეს მაჩვენებელი 820-ა, სომხეთის – 2 418, აზერბაიჯანის – 6 576, თურქეთის – 4 459, რუსეთის – 8 223.

ეს  ერთ მილიონ მოსახლეზე გატესტვის მაჩვენებელია. რაც შეეხება ტესტირებების საერთო ჯამს, საქართველოს მთლიანობაში 3 271 მოქალაქე ჰყავს კორონავირუსზე გატესტილი, სომხეთს – 7 164, აზერბაიჯანს – 66 677, თურქეთს – 376  100, რუსეთს – 1  200 000.

ამ მონაცემით, მსოფლიოში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია – 2 833 112 გატესტილი მოქალაქით.