გავასაჯაროვებთ მტკიცებულებებს, საპატრიარქოში პედოფილიის, მამათმავლობისა და ინცესტის შესახებ – თორენიკე მამალაძე

პუბლიკა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწოდებენ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს საპატრიარქოში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ეხება პედოფილიასა და ინცესტურ პრობლემებს.

„რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რაზეც ვსაუბრობდით, საზოგადოებას მიეწოდება ეტაპობრივად ყველა იმ პრობლემეასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს, რომელიც შეეხება როგორც პედოფილიას, მამათმავლურ ცოდვებს და ინცესტურ პრობლემეს”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, მტკიცებულებები სხვადასხვა ტიპისაა და არსებობენ მოწმეებიც.

„თავადაც ისაუბრებენ, ისინი არიან ამ ყველაფრის შემსწრე, სხვადასხვა მასალა არსებობს, სხვადასხვა მტკიცებულება”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. მისი შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს საქართველოს საპატრიარქომ 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ მიმართა.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile