გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

პუბლიკა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, ათენში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილომა განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო, საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს და წარადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა.

ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში საპარლამენტთაშორისი ასამბლეის გამართვისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე გავრილოვის ხილვას პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიცია  ტრიბუნაზე ავიდა და მას სხდომის გაგრძელების შესძლებლობა აღარ მისცა. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა საზოგადოებამ, რის შემდეგაც ხალხი პარლამენტის წინ შეიკრიბა და მრავალათასიანი აქცია გაიმართა.