„გაზპრომი“ პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს

პუბლიკა

რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს შეატყობინა, რომ 27 აპრილიდან მათი ბუნებრივი აირით მომარაგებას წყვეტს. ინფორმაცია პოლონეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებებმა დაადასტურეს.

გაზის მიწოდების შეწყვეტა რუსეთში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქვეყნებმა მოსკოვისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს. რუსეთის ხელისუფლება სანქციების ამოქმედების შემდეგ ემუქრება ევროკავშირის ქვეყნებს, რომ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ საფასურს რუბლებში არ გადაიხდიან.

პოლონეთში რუსული გაზის იმპორტი, მთლიანი მოცულობის 40%-ს იკავებს, უფრო მეტადაა რუსულ გაზზე დამოკიდებული ბულგარეთი, სადაც რუსული გაზის იმპორტის წილი 75%-ზე მეტია. თუმცა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აქვთ საკმარისი მარაგები და ალტერნატიულ მარშრუტებზე გადართვამდე მოსახლეობას გაზის მიწოდება არ შეუწყდება.