გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აკრძალვა 22 მაისამდე გაგრძელდება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდება.

„წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე”, – წერია „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის” ვებგვერდზე.

იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომლებიც კორონავირუსის დროს სტომატოლოგიური კლინიკების მუშაობას განსაზღვრავს ბმულზე.