გენრი დოლიძემ პარტია „მოქალაქეები" დატოვა

პუბლიკა

„ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად”. – წერს ფეისბუქზე გენრი დოლიძე, პარტია „მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი.

პარტიის დატოვების მიუხედავად, ის, ამბობს, რომ „ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შეპარვია ეჭვი”.

“პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..” – ამბობს დოლიძე.

მისი თქმით  ის უბრალოდ სხვანაირად ხედავს საერთო მიზნისკენ სავალ გზას.