გიორგი გაბუნია სუსში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკოპმანია „მთავარის” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია მოწმის სახით სუსში დაიბარეს. გამოძახების უწყებაში წერია, რომ გაბუნია 18 ივნისს 10:00 საათ-ზე არის დაბარებული. ჯერ უცნობია გეგმავს თუ არა გაბუნია სუსში გამოკითხვაზე მისვლას.

დღეს „სუსში” გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც. მისი ადვოკატის თქმით, გვარამია არ აპირებს გამოკითხვაზე სუსში მისვლას, უწყების მიმართ უნდობლობის გამო. მისი თქმით, გვარამია გამოკითხვაზე მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით მივა.

გაბუნიაც და გვარამიაც სუსში რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გარშემო დაიბარეს.

15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გვარამიას საპასუხოდ სუსმა განაცხადა, რომ ბრალდებული ვ.ბ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.