„გირჩის“ საარჩევნო სია ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით ჩაიხსნა

პუბლიკა

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს)“ თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა. აღნიშნული განკარგულების მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების №8-დან №129-ის ჩათვლით.

„გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

„გირჩის“ სიით გასული დეპუტატები არიან იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე მუჯირი და ზურაბ ჯაფარიძე. „გირჩი“ ამბობს, რომ სიაში მყოფი ქალები დეპუტატის მანდატზე უარს იტყვიან და მუჯირის ადგილს რაქვიაშვილი დაიკავებს.