გომელაური: ილუზიის შექმნაა, რომ უწყებიდან თანამშრომლები გარბიან

პუბლიკა

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ილუზიის შექმნა, თითქოს უწყებიდან თანამშრომლები გარბიან, არასწორია. ამის შესახებ მინისტრმა დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 2023 წელს უწყებაში უფრო მეტი ახალი კადრი „მოვიდა, ვიდრე გავიდა“.

„რატომ მიდიან თანამშრომლები? აგერ მაქვს სტატისტიკა. წინა წლებში ცოტა მეტი იყო გადინება. 2023 წელს დათხოვნილი თანამშრომელი იყო 875 და მიღებული იყო 1177. წინა წლებში კლება იყო. 2022 წელს 1500 თანამშრომელი წავიდა, 1047 მივიღეთ. 2021 წელს 1112 წავიდა და 700 მივიღეთ. მთლიანობაში 60 პროცენტამდე გაიზარდა ხელფასები, უკან დაბრუნება უფრო მეტად წამოვიდა. 2024 წლის თითქმის 2 თვეში მიღებულია 378 თანამშრომელი და 171 თანამშრომელია წასული, დღეის ჩათვლით.

ის, რომ გარბიან თანამშრომლები და ილუზიაა ამის შექმნილი, ასე არაა. ჩვენ არ ვართ ცოტანი, 38 ათასამდე ვართ და 400 ადამიანის მიღება, გადინება და დანიშვნა, ეს არ არის დიდი რიცხვი. ცოცხალი ორგანიზმია, ხან მეტია გადინება. 2023 წელს უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე გავიდა“, – განაცხადა გომელაურმა.