გრანდ რეპიდსის პოლიცია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ესვრის ოფიცერი შავკანიან კაცს თავში

პუბლიკა

გუშინ, 13 აპრილს გრანდ რეპიდსის პოლიციამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ესვრის თეთრკანიანი ოფიცერი შავკანიან კაცს თავში. 26 წლის პატრიკ ლიოია ადგილზევე დაიღუპა.

ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც The New York Times ავრცელებს, პოლიციის დეპარტამენტი ოფიცრის ვინაობას არ ასახელებს. გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი კი ოფიცრის სამსახურიდან სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

გაფრთხილება! – მასალა შეიცავს ძალადობის კადრებს

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. სროლამდე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოფიცერმა პატრიკ ლიოიას მანქანა გააჩერა. პოლიცია მას მართვის მოწმობის ჩვენებას სთხოვდა, რადგან მისი სანომრე ნიშნები არ ემთხვეოდა მის მანქანას.

სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც The New York Times ამბობს, ვიდეოკადრების მიხედვით, გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ოფიცერი, რომელიც 26 წლის კაცს ზურგზე აწევს, მას ეუბნება, რომ პოლიციის ელექტროშოკს ხელი გაუშვას და სახით მიწაზე დაწვეს, შემდეგ კი ესვრის.

გრანდ რაპიდში, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის 18% შავკანიანია. აქტივისტებმა თავიანთი პოზიცია და მწუხარება გამოხატეს საქალაქო კომისიის სხდომაზე. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს, რომ წლების განმავლობაში ქალაქის ლიდერები უმოქმედო იყვნენ საპოლიციო დანაშაულებზე.

მომდევნო დღეს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კი, მათ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს პოლიციის შენობასთან.

New York Times-ის ბოლო გამოძიების მიხედვით, ამერიკელმა პოლიციელებმა გასული ხუთი წლის განმავლობაში, 400-ზე მეტი მძღოლი მოკლეს, რომლებიც იყვნენ შეუიარაღებელნი და არ იყვნენ დევნაში რაიმე დანაშაულისთვის.

LB loan image desktop LB loan image mobile