გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა მურჯიკნელს აღმკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული ამბობდა, რომ მას დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ის იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სწორ გზას დაადგება და მას გაათავისუფლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს – გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

LB loan image desktop LB loan image mobile